სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის
სოფელ წასრის
საჯარო სკოლის საწრეო მუშაობა მათემატიკაში
დაწყებითი
კლასებისთვის
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლაში 2019 წლის 19 სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო მათემატიკის წრემ ,,ვისწავლოთ
ხალისით მათემატიკა“ . წრის ხელმძღვანელი :მადონა პაპიძე.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის
საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის I
სემესტრიდან (19.09.2019 -დან) ფუნქციონირებას
იწყებს მათემატიკის
წრე სახელწოდებით ,,ვისწავლოთ ხალისით მათემატიკა“, რომელიც დაეხმარება ბავშვებს ისწავლონ მათემატიკა ხალისით და განივითარონ
მათემატიკური აზროვნება.
წრეში გაწევრიანების მსურველებმა
(
დაწყებითი
საფეხურის 1-ლი მე-3 და -მე-IVკლასები) გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია სკოლის ადმინისტრაციაში.
წრე ჩატარედება 19 სექტემბრიდან კვირაში ერთხელ,
ყოველ ხუთშაბათს 14 : 00 საათზე. ხანგრძლივობა
45 წუთი.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი :
მადონა პაპიძე
წრეში გაწევრიანდნენ დაწყებითი საფეხურის I-ლი
მე III და-მე-IV კლასის მოსწავლეები (სულ 7 მოსწავლე)
წრე ტარდება
I სემესტრის განმავლობაში ყოველ ხუთშაბათს 14:00 საათზე. შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წთ.
წრის მუშაობის მიზანია ბავშვებში
მოტივაციის ამაღლება და საგნისადმი ინტერესის გაღვივება, რათა ხალისით ისწავლონ
მათემატიკა და განივითარონ მათემატიკური
და ლოგიკური აზროვნება. მოსწავლეები შეძლებენ გაითავისონ , რომ
მათემატიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. გარდა იმისა,
რომ კურსი ხელს შეუწყობს მათემატიკური წიგნიერების განვითარებას
მოსწავლეებში, აგრეთვე განუვითარებთ მათ
ისეთ ზოგად უნარ-ჩვევებს,
როგორიცაა :
არგუმენტირებული მსჯელობა- დასაბუთება, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა.
აქტუალობა: რაოდენობრივი
წიგნიერება, იგივე მათემატიკური კომპეტენცია ხომ ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა
ეროვნული სასწავლო გეგმის. მათემატიკური კომპეტენცა ეხმარება მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების
განვითარებაში. ამასთან, მათემატიკა ეს ის
საგანია, რომელიც უფრო ხშირად უჭირთ მოსწავლეებს, რადგან ერთი ან ორი საკითხის გამოტოვებით ან
გაუგებრობით მოსწავლეებისთვის რთულდება პროგრამა და ეს იწვევს
მოსწავლეებში გულისაცრუებას
საგნისადმი. მათემატიკა მათთვის რთული და მოსაწყენი ხდება. მათემატიკის წრე კი მისცემს მასწავლებელს
საშუალებას ბევრი მხიარული აქტივობებით
და ამოცანებით დაუახლოვოს მოსწავლეები საგანს და გაუმარტივოს
მათ საგნის სწავლება. მოსწავლეებმა უნდა
დაინახონ რომ მათემატიკა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
მოსწავლე შეძლებს სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების დაუფლებას:
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი
სახელები,რაოდენობები და რიგი.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს,
ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით
წინ/უკან და გამოსახავს რიცხვებს
სხვადასხვა ხერხით(მაგალითად,ჩაწერს მათ
პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი
რაოდენობის გროვით);
Ø
სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში
საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის
დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;
Ø
ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და
ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და
განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის გამოყენების აზრს; იყენებს ამ ცოდნას რიცხვების
შედარებისას;
მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების
შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ახდენს
გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იმავე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
Ø აორმაგებს
რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს; აკავშირებს ამ
მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითად,განმარტავს სრული
ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში);
Ø დაადგენს, არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული
რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში (მაგალითად,საგანთა დაწყვილებით);
Ø ირჩევს ხერხს
(მაგალითად,უკუთვლა ან გამოკლება) და
ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის
დემონსტრირებას.
მათ.III.1. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და
დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს
რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ახდენს ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირებას
სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
Ø
ასახელებს რიცხვის ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგში
მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო
შესაკრებების ან სხვა სახით;
Ø
იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას,
ალაგებს რიცხვებს ზრდადობით ან კლებადობით (რიცხვების რაოდენობა არ აღემატება
ხუთს);
Ø
ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო
რიცხვებს; ასახელებს მოცემული რიცხვის უახლოეს ათეულს, ასეულს;
Ø
თანრიგების შესაბამისი ბიჯით ითვლის წინ/უკან
მოცემული რიცხვიდან.
მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა
მათ.II.6.
მოსწავლეს შეუძლია საგნების
ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø მოცემულ მიმდევრობაში
ავსებს რამდენიმე გამოტოვებულ პოზიციას;
Ø ერთმანეთს ადარებს რამდენიმე (არაუმეტეს სამისა) მიმდევრობას და ასახელებს იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსადაიმავე წესს
ემორჩილებიან;
Ø მოცემული წესის მიხედვით წარმოადგენს მიმდევრობას მხოლოდ ერთი ატრიბუტით (მაგ., ფერით ან ფორმით) განსხვავებული საგნების ან ნახატების/ფიგურების საშუალებით.
მათ.II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
ამოწმებს, არის თუ არა დასახელებული რიცხვი
მოცემული ტოლობის (მაგალითად,) უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა;
Ø
შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ,
შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად,ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას
შეადგენს);
Ø
იყენებს შეკრების კომუტაციურობისა (გადანაცვლებადობის) და ასოციაციურობის (ჯუფთებადობის) თვისებებს რიცხვითი გამოსახულების
მნიშვნელობის გამოსათვლელად.
მათ.III.6.
მოსწავლეს შეუძლია საგნებს
შორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის მოცემულიშესაბამისობისგავრცობა, გამოსახვა და გამოკვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
ანალოგიის ან წინასწარ მოცემული წესის მიხედვით
განავრცობს მოცემული მარტივი შესაბამისობის ფრაგმენტს (მაგალითად, მის ირგვლივ
მდებარე საგნებისათვის მოცემული ასეთი შესაბამისობისათვის: ფურცელი თეთრი, ჩანთა ლურჯი,
დაფა (?));
Ø
სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით
ავსებს მოცემულ ცხრილს;
Ø
ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის
პოულობს მითითებული ელემენტისწინასახეს (მაგალითად,
მოცემული
ცხრილისათვის, რომელიც გამოსახავს, თუ რომელმა მოსწავლემ რა ნიშანი მიიღო, ე.ი.
შესაბამისობას: “მოსწავლე ნიშანი”,
ასახელებს ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც მიიღო 6).
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ.II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება
ფიგურების აღსაწერად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული
ატრიბუტების (მაგალითად,წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;
Ø განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის
შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე წერტილებს;
უთითებს
საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.
მათ.III.6.
მოსწავლეს შეუძლია საგნებს
შორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის მოცემულიშესაბამისობისგავრცობა, გამოსახვა და გამოკვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
ანალოგიის ან წინასწარ მოცემული წესის მიხედვით
განავრცობს მოცემული მარტივი შესაბამისობის ფრაგმენტს (მაგალითად, მის ირგვლივ
მდებარე საგნებისათვის მოცემული ასეთი შესაბამისობისათვის: ფურცელი თეთრი, ჩანთა ლურჯი,
დაფა (?));
Ø
სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით
ავსებს მოცემულ ცხრილს;
Ø
ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის
პოულობს მითითებული ელემენტისწინასახეს (მაგალითად,
მოცემული
ცხრილისათვის, რომელიც გამოსახავს, თუ რომელმა მოსწავლემ რა ნიშანი მიიღო, ე.ი.
შესაბამისობას: “მოსწავლე ნიშანი”,
ასახელებს ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც მიიღო 6).
გამოყენებული
რესურსები :
. თაბახის
ფურცლები
, ფერადი ფანქრები
. ფერადი ფურცლები
. მაკრატელი
. წებო
. კომპიუტერი
. ფლიფჩარტი
საწრეო მუშაობის გეგმა მათემატიკაში
2019-2020 სასწავლო წლის I
სემესტრი
თემა
|
მიზანი
|
მუშაობის ფორმა
|
დრო
|
|
1
|
მათემატიკის წრის მიზნების გაცნობა,წრის
მუშაობის გეგმის წარდგენა, სავარაუდო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამოთვლა
|
მოსწავლეები გაეცნონ წრის მუშაობის მიზანს და
გაიგონ იმ აქტივობების შესახებ, რომელთაც განახორციელებენ სემესტრის
განმავლობაში.
|
მინი ლექცია;
კითხვა-პასუხი
|
19.09
|
2
|
გეომეტრიული ფიგურები
|
მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ, აღწერონ და გამოსახონ
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, შეადარონ მითითებული ნიშნის მიხედვით ან თავად წარმოაჩინონ ფიგურების
შედარება-შეპირისპირების საფუძველი.
|
ჯგუფური მუშაობა
|
26.09
|
3
|
კანონზომიერება
|
მოსწავლეები შეძლებენ
განავრცონ, წარმოადგინონ და შეადარონ საგნების პერიოდული განლაგებები.
ტესქსტურ ამოცანებში პირობის მიხედვით განსაზღვრონ რა არის მოცემული და რა არის
საძიებელი, შეძლებენ აირჩიონ შესაბამისი ხერხი და მოქმედება ამოცანის
ამოსახსნელად.
|
საერთო
საკლასო; წყვილებში მუშაობა
|
3.10
|
4.
|
რიცხვები 1-დან 100-მდე
|
მოსწავლეები
შეძლებენ რიცხვების წაკითხვა-ჩაწერას,
მითითებული რიცხვიდან ბიჯით დათვლას წინ/უკან; ასევე მითითებული ელემენტის
ნომრის დასახელებას მოწესრიგებულ ერთობლიობაში, რიცხვების შედარებას.
|
საერთო საკლასო;
ინდივიდუალური მუშაობა
|
10.10
|
5.
|
საგანთა რაოდენობის გაორმაგება
|
მოსწავლეები გაეცნობიან ახალ
მოქმედებას-გაორმაგებას. შეძლებენ მოცემულ მიმდევრობაში რამდენიმე პოზიციის შევსებას.
|
მინი ლექცია;
ინდივიდუალური
|
17.10
|
6.
|
საგანთა რაოდენობის განახევრება
|
მოსწავლეები გაეცნობიან ახალ მოქმედებას -განახევრებას. შეძლებენ
შეუსაბამონ რიცხვებს რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი. მოცემული წესის
მიხედვით შეძლებენ წარმოადგინონ მიმდევრობა საგნების ან ნახატების, ფიგურების
საშუალებით
|
მინი ლექცია;
წყვილებში მუშაობა
|
24.10
|
7
|
ტოლი ფიგურები
|
განიმტკიცონ ტოლი ფიგურების ცნება, მოახდინონ
ფიგურათა ტოლობის დემონსტრირება მათი ურთიერთშევსებით. ისწავლონ რიცხვის
უახლოესი ოცეულის დასახელება.
|
საერთო საკლასო
|
31.10
|
8.
|
ფიგურების შედარება
|
შეძლებენ შეადარონ ფიგურები გეომეტრიული ატრიბუტების
მიხედვით, თავად წარმოაჩინონ შედარება-შეპირისპირების საფუძველი. შეადარონ
საგნების ან ფიგურების პერიოდული განლაგებები
|
ჯგუფური მუშაობა
|
7.11
|
9.
|
საგნების დაჯგუფება
|
შეძლებენ საგნების დაჯგუფებას ფერის, ფორმის,
დანიშნულების მიხედვით
|
წყვილებში და ინდივიდუალური მუშაობები
|
14.11
|
10.
|
საგნების განლაგება
|
განივითარონ სივრცითი აზროვნება, დახვეწონ გარემოში
ორიენტირების უნარ-ჩვევები , აღწერონ ობიექტთა ურთიერთგანლაგება
|
საერთო საკლასო
|
21.11
|
11.
|
ამოცანის ამოხსნა
|
ისწავლონ რიცხვებისა და მათზე მოქმედების
გამოყენება ტექსტური ამოცანების ამოხსნისას
|
ჯგუფური მუშაობა
|
28.11
|
|
|
|
|
|
საწრეო წრის რეფლექსია მათემატიკაში
დაწყებითი საფეხურის მატემატიკის
წრე „ვისწავლოთ ხალისით მათემატიკა“გაერთიანდა I-III-IV
კლასის მოსწავლეები .წრის დაგეგმისას გავითვალისწინე
მოსწავლეთა ინტერესი . საჭიროებები და შესაძლებლობები
შევადგინე საწრეო მუშაობის
პროგრამა, განსაზღვრული წრის ხანგრძლივობა
და სამიზნე ჯგუფი.შევხვდი მშობლებს ,გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა, მიზანი და
მეცადინეობის ხანგრძლივობა.
დაგეგმილი აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა
ცოდნის გაღრმავებას,საგნისადმი ინტერესს.
პირველ სეხვედრაზე-მოსწაავლეები
გაეცვნენ წრის მუშაობის მიზანს,გაიგეს იმ აქტივობების შესახებ ,რომელსაც
განვახორციელებთ სემესტრის განმავლობაში.
მეორე შეხვედრაზე-მოსწავლეებმა შეძლეს
ამოცნობა ,აღწერა ,გამოსახვა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების,შეადარეს მითითებული ნიშნის
მიხედვით ,წარმოაჩინეს შედარება -შეპირისპირების
საფუძველი.
მესამე შეხვედრაზე -მოსწავლეებმა
შეძლეს წარმოედგინათ და შეადარეს საგნების პერიოდული განლაგება ,ტექსტურ
ამოცანებში პირობის მიხედვით განსაზღვრეს რა არის მოცემული და რა არის საძიებელი,შეძლეს არჩევა შესაბამისი ხერხის და მოქმედებისდა ამოცანის ამოხსნა.
მეოთხე შეხვედრაზე - მოსწავლეებმა
შეძლეს რიცხვების წაკითხვა -ჩაწერა, მითითებული რიცხვიდან ბიჯით და თვლა წინ/უკან,ასევე
მითითებული ელემენტის ნორმის დასახელებას მოწესრიგებულ ერთობლიობაში რიცხვების შედარება.
მეხუთე შეხვედრაზე - მოსწავლეები გაეცვნენ ახალ მოქმედებას ,განსხვავებას ,შეძლეს
შესაბამისობა რიცხვებსა და რიცხვითი სახელების,რაოდენობები
და რიგი მოცემული წესის მიხედვთ,შეძლეს წარმოდგენა მიმდევრობა,საგნების ან ნახატების
ფიგურების საშუალებით.
მეექვსე შეხვედრაზე - მოსწავლეები გაეცვნენ ახალ მოქმედებას,შეძლეს
შეუსაბამონ რიცხვებს სახელები ,რაოდენობები და რიგი.წარმოადგინეს მოცემული წესის
მიხედვით.
მეშვიდე შეხვედრაზე -მოსწავლეებმა
განიმტკიცეს ტოლი ფიგურების ცნება .მოახდინეს ტოლი ფიგურების დემონსტრირება.ისწავლეს
რიცხვის უახლოესი ოცეულის დასახელება.
მერვე შეხვედრაზე -მოსწავლეებმა შეძლეს
ფიგურების გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით, შედარება საგნების ან ფიგურების
პერიოდული განლაგებები.
მეცხრე შეხვედრაზე - მოსწავლეებმა შეზლეს
საგნების დაჯგუფება ფერის ,ფორმის, დანისნულების მიხედვით.
მეათე სეხვედრაზე - მოსწავლეებმა
განივითარეს სივრცითი აზროვნება,დახვეწეს გარემოში ორიენტირების უნარ -ჩვევები.
მეათე სეხვედრაზე - მოსწავლეებმა
განივითარეს სივრცითი აზროვნება,დახვეწეს გარემოში ორიენტირების უნარ -ჩევები .
მეთერთმეტე შეხვედრაზე - მოსწავლეებმა ისწავლეს რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება ტექსტური ამოცანების ამოხსნისას.
საწრეო მუშაობა იყო ნაყოფიერი ,შეხვედრები
წარიმართა წინასწარ განსაზღრული გეგმის მიხედვით ,შეხვედრები იყო
ორგანიზებული,მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის გაღრმავება.
შემდეგ საწრეო შეხვედრებს
დავგეგმავ განსხვავებული თემებით ,რომელსაც მოსწავლეები კიდევ მეტი ინტერესით დაეუფლებიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий