სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის
სოფელ წასრის
საჯარო
სკოლის საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და
ლიტერატურაში
დაწყებითი
კლასებისთვის
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრიდან ფუნქციონირება იწყებს ქართული ენისა და ლიტერატურის
წრე, „ენა დედაა ერისა“.წრის ხელმძღვანელი: მადონა პაპიძე
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის
საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის I
სემესტრიდან (18.09.2019 -დან) ფუნქციონირებას
იწყებს ქართული ენისა და ლიტერატურის წრე: „ენა დედაა ერისა“ წრეში გაწევრიანების მსურველებმა
(
დაწყებითი
საფეხურის I-ლი მე-3 და
მე-4 კლასები) გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია სკოლის ადმინისტრაციაში. წრე ჩატარედება
კვირაში ერთხელი. ყოველ ოთხშაბათს 14 : 00 საათზე. ხანგრძლივობა 45 წთ.
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის
საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის I
სემესტრიდან (18.09.2019 -დან) ფუნქციონირებას
იწყებს ქართული ენისა და ლიტერატურის წრე: „ენა დედაა ერისა“ წრეში გაწევრიანების მსურველებმა
(
დაწყებითი
საფეხურის I-ლი მე-3 და
მე-4 კლასები) გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია სკოლის ადმინისტრაციაში. წრე ჩატარედება
კვირაში ერთხელი. ყოველ ოთხშაბათს 14 : 00 საათზე. ხანგრძლივობა 45 წთ.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი : მადონა პაპიძე
წრეში გაწევრიანდნენ დაწყებითი საფეხურის1-ლი, IIIდა IV კლასის მოსწავლეები
(სულ 7 მოსწავლე)
წრე ტარდება
I სემესტრის განმავლობაში ყოველ
ოთხშაბათს 14:00 საათზე. შეხვედრის
ხანგრძლივობა 45 წთ.
წრის მუშაობის
მიზანი: სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. შეძლებენ მცირე ზომის მხატვრული
ტექსტების გააზრებულ კითხვას და გამოიმუშავებენ
ტექსტის ინტერპრეტირების უნარს. გამოიყენებენ ზეპირმეტყველების ნაცნობ
სტრატეგიებს მიზნის შესაბამისად. აგრეთვე
წრის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების
განვითარებას.მოსწავლეებს განუვითარდებათ ურთერთთანამშრომლობის უნარები,
ვინაიდან ისინი იმუშავებენ ჯგუფებში, წყვილებში და გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას,
გაუზიარებენ აზრებს. ასევე წრის მუშაობის პერიოდში მოსწავლეები გამოიკვლევენ ახალი
სიტყვებისა და ტერმინების მნიშვნელობას და გაიმდიდრებენ ლექსიკას.
აქტუალობა: დაწყებით კლასებში მოსწავლეებს უჭირთ მცირე ზომის მხატვრული ტექსტების
გააზრებული კითხვა და ინტერპრეტირება,ამიტომ უკეთესი იქნება დამატებითი
სამუშაოები, რათა უკეთესად მოხდეს კითხვის გაგება-გააზრება. დღესდღეობით მოსწავლეები
ნაკლებად არიან დაინტერესებული წიგნთან მუშაობით. ქართული ენის წრეში ჩართულობა
ხელს შეუწყობს მოსწავლეების დაინტერესებას წიგნებით. ისინი მოიძიებენ სხვადასხვა
ავტორების ნაწარმოებებს, შეისწავლიან, გაიაზრებენ და მოახდენენ მათ
ინტერპრეტირებას.
ქართული ენისა და ლიტერატურის წრის პროგრამა
Ø საწრეო
მუშაობა წარიმართება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, მოსწავლეებთან
ყოველი შეხვედრა იქნება სახალისო ღონისძიებებით დატვირთული, როგორიცაა
მაგალითად: მინიდიალოგების გამოყენებით
როლური თამაშები, ტექსტის მიხედვით ილუსტრაციის შექმნა, სახალისო თამაში ლექსიკური ერთეულებით-,,სიტყვობანა“
(მაგ., შეთავაზებული სიტყვის სინონიმების და/ან ანტონიმების რიგრიგობით
დასახელება); საყვარელი
ნაწარმოებებისგან (საკუთარი ან ნასწავლი/წაკითხული ლექსები, გამონათქვამები,
ციტატები, ანდაზები, გამოცანები, და ა.შ.)
პატარა ჟურნალის ან წიგნის შექმნა და სხვა.
გამოყენებული რესურსები:
.
თაბახის ფურცლები
.ფერადი ფანქრები
.ფერადი ფურცლები
.წებო
.მაკრატელი
.კომპიუტერი
.ფლიპჩარტი
პროგრამის შინაარსი
1.
ინფორმაციის
გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური
ასპექტი: სხვადასხვა
მნიშვნელობის მქონე სიტყვებზე (საგნების, მოქმედების, თვისებებისა და სხვ.
აღმნიშვნელი სიტყვები), სიტყვების მრავალმნიშვნელიანობაზე დაკვირვება;
გრამატიკული
ასპექტი: ხმოვანი და
თანხმოვანი; სიტყვის ბგერითი ანალიზი და სინთეზი;
სიტყვის ფორმობრივი ანალიზი საწყის დონეზე;
კავშირი და განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა - წინადადება -
ტექსტი; მარტივი წინადადების აგება და ძირითადი სასვენი ნიშნების
გამოყენება; სიტყვათა
შინაარსობრივი კავშირი წინადადებაში; თხრობითი, კითხვითი და ძახილის წინადადებები.
2. ენის კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი
თემატიკა: ეტიკეტური
დიალოგები. მოსმენისა და კითხვის სტრატეგიები (თემა, სათაური და საკვანძო
სიტყვები). შესწავლითი კითხვა (სასწავლო ტექსტის კითხვის სტრატეგიები: სათაურისა და
აბზაცების მიხედვით კითხვების დასმა, საკვანძო სიტყვების გამოყოფა); ტექსტის
კორექტირების მარტივი ხერხები (ჩამატება, ამოღება). ტექსტი, როგორც თემატური და აზრობრივი
ერთიანობა. სათაურის ტიპები. ტექსტის სტრუქტურულ-აზრობრივი ნაწილები: დასაწყისი,
ძირითადი ნაწილი, დასასრული. აღწერა და მსჯელობა.
მიზნობრივი და ზეპირი კომუნიკაციის მარტივი ტექსტები (წერილი, დიალოგი,
განცხადება, გამაფრთხილებელი წარწერები).
3.
მხატვრული ტექსტის გაგება და
თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე, სამშობლოზე, მეგობრობაზე,სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე.
საკითხავი მასალა: ლიტერატურული
და ხალხური ზღაპრები, იგავ-არაკები; მცირე
ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები,
გამოცანები, ანდაზები, ლექსები, ქართული
და უცხოური
საბავშვო კლასიკა, მოთხრობები, კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.
მოსწავლე შეძლებს
სტანდართით გათვალისწინებული შედეგების დაუფლებას:
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ
ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
Ø სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან
დაკავშირებით;
Ø ასათაურებს ტექსტს;
Ø ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს
გარეგნობას, ნიშან-თვისებებს);
Ø საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (ილუსტრაციების, სხვა საყრდენების გამოყენებით);
Ø აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას სათანადო ადგილიდან.
ქართ.დაწყ.(I).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და
არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის)
ურთიერთადაკავშირება.
მოსწავლე:
Ø ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ
სიტყვას/წინადადებას, (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს
და სხვ.);
Ø ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ
დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი,
კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.);
Ø აჯგუფებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას
კონკრეტული ნიშნების მიხედვით (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად) (მაგ., შინაური და გარეული ცხოველები, ხილი და ბოსტნეული, ზამთრის თემატიკის
ამსახველი ლექსიკა, სხვ.);
Ø თანამიმდევრულობის დაცვით, საკუთარი
სიტყვებით გადმოსცემს წაკითხული
ტექსტის/ტექსტის მონაკვეთის შინაარსს;
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის,
მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული
ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება დასაკუთარი თვალსაზრისის
ახსნა.
მოსწავლე
Ø ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე აზრის გამოთქმისას/მსჯელობისას ცდილობს მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტის გამოკვეთას;
Ø აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
Ø უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
ქართ.დაწყ.(I).8.მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების
ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად
გარდაქმნა და/ან პირიქით.
მოსწავლე:
Ø ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი
ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
Ø ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით ან ფანტაზიით
შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად
შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის, რატომ შეურჩია ნახატს
ასეთი სათაური;
ქართ.დაწყ.(I).12.მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება
მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე:
Ø უბრუნდება წაკითხულს კონკრეტული
ინფორმაციის მოსაძიებლად, ტექსტის უკეთ გასააზრებლად;
Ø იყენებს სათაურსა და ილუსტრაციას ტექსტის
შესაძლო შინაარსის ამოსაცნობად;
Ø შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის
მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
Ø იყენებს მარტივ გრაფიკულ სქემებს,
გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დასაჯგუფებლად;
საწრეო მუშაობის
გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
2019-2020 სასწავლო წლის I
სემესტრი
თემა
|
მიზანი
|
მუშაობის ფორმა
|
დრო
|
|
1
|
ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მიზნების გაცნობა,წრის
მუშაობის გეგმის წარდგენა, სავარაუდო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამოთვლა
|
მოსწავლეები გაეცნონ წრის მუშაობის მიზანს და
გაიგონ იმ აქტივობების შესახებ, რომელთაც განახორციელებენ სემესტრის
განმავლობაში.
|
მინი ლექცია;
კითხვა-პასუხი
|
18.09
|
2
|
კითხვის ძირითადი სტრატეგიების გაცნობა და
გამოყენება
|
მოსწავლეები გაეცნობიან კითხვის ძრითად სტრატეგიებს და შეძლებენ მათ
მიზნობრივად გამოყენებას.
|
მინი ლექცია;
წყვილებში მუშაობა და წაკითხული
ტექსტების მიხედვით ილუსტრაციების შექმნა.
|
25.09
|
3
|
სხვადასხვა სტილის ტექსტების განხილვა. მათ ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.
|
მოსწავლეები
შეძლებენ ამოიცნონ ტექსტში
ხატოვანი გამონათქვამები და მიზანმიმართულად გამოიყენონ ისინი. თავისუფლად
ჩაანაცვლებენ უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით.
|
მინი
ლექცია, ჯგუფური მუშაობა
|
2.10
|
4.
|
სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების წაკითხვა და გაგება გაანალიზება (პრაქტიკული მუშაობა ტექსტზე)
|
მოსწავლე
შეძლებს დამოუკიდებლად იმუშაოს წაკითხული ტექსტის გააზრებაზე. განარჩევს მთავარ
და არამთავარ პერსონაჟებს. განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და დაუკავშირებს
საკუთარ გამოცდილებას.
|
საერთო საკლასო,
ინდივიდუალური მუშაობა
|
9.10
|
5.
|
კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და
შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი
|
მოსწავლე იმსჯელებს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ
განწყობილებაზე. დაასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს
და ახსნის აღნიშნულ ეპიზოდებში გამოყენებული მხატვრული ხერხების დანიშნულებას.
|
მინი ლექცია
ინდივიდუალური
|
16.10
|
6.
|
პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში
|
მოსწავლე სწორად ააგებს ტექსტს კომპოზიციის
ელემენტების გამოყენებით. საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს
მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას.
|
მინი ლექცია
ინდივიდუალური
|
23.10
|
7
|
მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები
ენობრივ გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით
|
სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის
გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს
|
ჯგუფური მუშაობა
|
30.10
|
8.
|
სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ
თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა
|
მოსწავლე ამოიცნობს და განარჩევს არსებით,
ზედსართავ, რიცხვით სახელებს. მიუთითებს ზმნიზედების როლზე ზმნური შინაარსის
გამოხატვაში
|
ჯგუფური მუშაობა
|
6.11
|
9.
|
შესწავლილი მეტყველების ნაწილების გამეორება,
თავისებურ ზმნებზე დაკვირვება
|
ამოიცნობს ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო
ენის ძირითად ენობრივ თავისებურებებს (სახელთა ბრუნებისას, რიცხვითი ფორმების
წარმოებისას, ზმნის უღლებისას)
|
მინი ლექცია, საერთო საკლასო
|
13.11
|
10.
|
სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის
ტექსტების შექმნა
|
მოსწავლე შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით შეადგენს მარტივ
დარგობრივ ტექსტებს
|
ინდივიდუალური
|
20.11
|
11.
|
აქცია: ,,არა ბარბარიზმებს“
|
მოსწავლეები მოაწყობენ აქციას ბარბარიზმების
გამოყენებასთან დაკავშირებით, დაამზადებენ ბროშურებსა და ბანერებს
|
ჯგუფური
|
27.11
|
საწრეო წრის რეფლექსია
დაწყებითი საფეხურის
ქართული ენისა და ლიტერატურის წრეში „ ენა დედაა ერისა“ გაერთიანდა I-III -IV
კლასის მოსწავლეები. წრის
დაგეგმისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები ,საჭიროებები და შესაძლებლობები.
შევადგინე საწრეო
მუშაობის პროგრამა, განვსაზღვრე წრის ხანგრძლივობა და სამიზნე ჯგუფი. შევხვდი მშობლებს
,გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა ,მიზანი და მეცადინეობის ხანგრძლივობა.
დაგეგმილი აქტივობები
ხელს შეუწყობს :
მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავებას
საგნისადმი ინტერესს
მოსწავლეთა შემოქმედებითი
უნარების განვითარებას
პირველ შეხვედრაზე
-მოსწავლეებს გავაცანი შეხვედრების განრიგი
და მუშაობის ფორმები,განვიხილეთ სავარაუდო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი
,გავაცანი რესურსები რომელსაც გამოვიყენებდი,ეს არის სასკოლო ბიბლიოთეკიდან აღებული
საჭირო წიგნები ,თაბახის ფურცლები ,ფერედი ფანქრები ,კომპიუტერი და სხვა.
მეორე შეხვედრაზე
-მოსწავლეები ვამუშავე წყვილებში ,წაკითხული ტექსტის მიხედვით შექმნეს ილუსტრაციები
,რაც დაეხმარათ ტექსტის უკეთ გააზრებაში.
მესამე შეხვედრაზე-მიზანი
:მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა სტილის ტექსტების განხილვა და მათ ენობრივ თავისებურებებზე
დაკვირვება და მსჯელობა.
მოსწავლეები ჩავრთე
ჯგუფურ მუშაობაში,ამოიცვნეს ხატოვანი გამონათქვამები და ტექსტში მიზნობრივად ჩაანაცვლეს
უცნობი სიტყვები და ფრაზები სინონიმური განმარტებებით.
მეოთხე შეხვედრა-მიზანი
: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა სახის ტექსტების წაკითხვა და გაგება გაანალიზება
.
მოსწავლეები ვამუშავე
ინდივიდუალურად წაკითხული ტექსტის გააზრებაზე.განარჩიეს მთავარი და არა მთავავარი პერსონაჟები
და მათი ქცევა დაუკავშირეს საკუთარ გამოცდილებას .
მეხუთე შეხვედრაზე
-მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კითხვის პროცესში გამოწვეული განწყობისა და შთაბეჭდილებების
გადმოცემის უნარი.
მოსწავლეებმა იმსჯელეს
პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობილებაზე ,დაასახელეს მათთვის ესთეტიკური თვალსაზრისით
მიმზიდველი ადგილები და ახსნეს აღნიშნული ეპიზოდებში გამოყენებული მხატრული ხერხების
დანიშნულება.
მეექვსე შეხვედრაზე-მიზანი:პიროვნული
და შემოქმედებითი გამოცდილებების გამოყენება წერის პროცესში.
მოსწავლეებმა სწორად
ააგეს ტექსტის კომპოზიცია ელემენტების გამოყენებით საკუთარი განცდის შთაბეჭდილების
გადმოსაცემად.
მეშვიდე შეხვედრაზე
-მიზანი :მოსწავლეებმა მოსმენით განასხვავონ
სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით.
მოსწავლეებმა აზრის
გამოთქმისთვის აუცილებელი ლექსიკური და გრამატიკური საშუალებები გამოიყენეს.
მერვე შეხვედრაზე-მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება
და მსჯელობა.
მოსწავლეებმა ამოიცნეს
და განარჩიეს არსებითი სახ.ზედსართავი და რიცხვითი სახელები ,მიუთითებს ზმნისზედების როლზე,ზმნური შინააარსის გამოხატვაში.
მეცხრე შეხვედრაზე-მიზანი:
მოსწავლეება შეძლონ ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ენობრივი
თავისებურებების ამოცნობა.
მოსწავლეებმა ამოიცნეს
ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
მეათე შეხვედრაზე-მიზანი:
მოსწავლეები შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით შეადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს.
მოსწავლეებმა შესაფერისი
ლექსიკის გამოყენებით შეადგინეს მარტივი ტექსტები.
მეთერთმეტე შეხვედრაზე-მიზანი:
მოსწავლეები მოაწყობენ აქციას ბარბარიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა მოაწყვეს
აქცია ბარბარიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით. დაამზადეს პლაკატები,ბუკლეტები შესაბამისი
სლოგანებით.
საწრეო მუშაობის შეხვედრები
იყო ნაყოფიერი ,მთელი შეხვედრების განმავლობაში,ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი
და პატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება. შეხვედრები წარიმართა წინასწარ განსაზღრული
გეგმის მიხედვით.შეხვედრები იყო კარგად ორგანიზებული,მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის რეალიზება
და მასალის სიღრმისეული წვდომა.
საწრეო შეხვედრებს
მომავალში დავგეგმავ განსხვავებული თემებით და შესაბამისი აქტივობებით,რომელსაც მოსწავლეები
კიდევ მეტი ინტერესით და გულისყურით მოეკიდებიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий